Saturday, April 3, 2010

აღდგომა მართლმადიდებლურ სამყაროში




პროექტის სახელი: ,, აღდგომა მართლმადიდებლურ სამყაროში’’.







პროექტის მოკლე აღწერა:



მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ ხვდებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იერუსალიმში, საქართველოსა და ამერიკაში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ისაუბრებენ აღდგომის ტრადიციებზე; თუ როგორ ემზადებიან იერუსალიმის წმინდა მიწაზე აღდგომისათვის, ყველა იმ რიტუალზე, რომელიც სრულდება ზეციდან წმიდა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლამდე, რომელიცაა ქრისტეს აღდგომის ნიშანი და მახარობელი, რომ ეს მადლმოსილი ცეცხლი ჩააქვთ ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. ისაუბრებენ მშობლიური ქვეყნის ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე. მოსწავლეები ერთმანეთს გააცნობენ საკუთარი ოჯახების სააღდგომო ტრადიციებს. მოკლედ მიმოიხილავენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს და მაგალითის სახით ისაუბრებენ თემაზე: ,,აღდგომა ამერიკაში“. მოსწავლეები იმსჯელებენ მშობლიურ და უცხო ქვეყნების ტრადიციების სხვაობაზე,გადმოგვცემენ საკუთარ აზრს, მოამზადებენ პრეზენტაციებს.

მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი (XI-XII კლასი).
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა.
პროექტის აქტივობები: დამხმარე მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია,ვიდეო-მასალის ჩვენება.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში კიდევ უფრო ამაღლდება განათლების დონე, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი,ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას და ჯგუფურ მუშაობას. მოეწყობა სააღდგომო ფოტო და ვიდეო მასალის ჩვენება და მოსწავლეთა მიერ მომზადებული მასალები განთავსდება ვებ-გვერდზე.
სარგებელი სხვებისათვის: არსებული მასალა სასარგებლო იქნება ამ თემით დაინტერესებულ პირთათვის როგორც სულიერი,ისე ტრადიციული კუთხით. სამუშაო ენა: ინგლისური,ქართული.


საგნებთან კავშირი: ქართული, ისტორია.


პროექტის ფასილიტატორი: მეგი ინაური

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: megi.inauri@gmail.com

ჩემი პორტფოლიო:

მსოფლიოს შვიდი საოცრება